სატუმრო ქორალი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ, ისტორიულ , პრესტიჟულ უბანში, უზნაძის ქუჩაზე. სასტუმროში განლაგებულია 24 ნომერი. ყველა ნომერს აქვს საკუთარი აივანი, ხოლო რამდენიმე მათგანს გააჩნია საკუთარი ბაღი, ულამაზესი დიზაინით. ყოველი ნომერი აღჭურვილია კონდიციონირების სისტემით, პლაზმური ტელევიზორით, Wi-Fi, მინიბარით, ფენით, ტელეფონით. სასტუმრო ქორალი კლიენტებს სთავაზობს მასაჟს, ბარ-რესტორანსა და SPA-ს.